„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - კრწანისისა და ისნის რაიონებში წყალმომარაგება შეიზღუდება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, კ.ცინცაძის ქუჩაზე, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 10:00 სთ-დან პირველი მარტის 01:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება კრწანისის რაიონში: კ.ცინცაძის, ოქრომჭედლების ქუჩებს, შესახევვებს და ჩიხებს.
წყალმომარაგება შეიზღუდება ისნის რაიონშიც. სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 22:00 სთ-დან პირველი მარტის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში: ბაღდადის ქუჩას, ჰოსპიტალის შესახვევს, საექიმოს ქუჩას, შესახვევს და გასასვლელს, ქ.წამებულის გამზ. N67,67ა,69; წერნაკის ქუჩას და შესახვევს, ჭრელაშვილის ქუჩას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“.