„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – კრწანისისა და ისნის რაიონებში წყალმომარაგება შეიზღუდება

07:22, 28.02.2019

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, კ.ცინცაძის ქუჩაზე, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 10:00 სთ-დან პირველი მარტის 01:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება კრწანისის რაიონში: კ.ცინცაძის, ოქრომჭედლების ქუჩებს, შესახევვებს და ჩიხებს.

წყალმომარაგება შეიზღუდება ისნის რაიონშიც. სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 22:00 სთ-დან პირველი მარტის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში: ბაღდადის ქუჩას, ჰოსპიტალის შესახვევს, საექიმოს ქუჩას, შესახვევს და გასასვლელს, ქ.წამებულის გამზ. N67,67ა,69; წერნაკის ქუჩას და შესახვევს, ჭრელაშვილის ქუჩას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“.

მსგავსი