„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჟვანიას მოედანზე ზარალის შეფასების შემდეგ, მოსახლეობას მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებს
მიმდინარეობს კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ხდება ზარალის მოცულობის შეფასება და სწორედ შეფასებიდან გამომდინარე მოხდება ზარალის აღდგენა, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო ნატროშვილმა თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
სოფო ნატროშვილის თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად კომპანიის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
„მგალობლიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების აღსადგენად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ტექნიკური ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ.
რაც შეეხება წყალმომარაგებას, კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია წყალსადენის წყლისგან დაცლა, შესაბამისად მოსახლეობის ნაწილს მიმდებარე ქუჩებზე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება 18:00 საათამდე, ხოლო ნაწილს სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება წყალმომარაგება. ვფიქრობთ 24 საათის შემდეგ წყალმომარაგება სრულად აღუდგება მოსახლეობას.
რაც შეეხება მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს, აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია მოსახლეობასთან ამ საკითხზე. ხდება ზარალის მოცულობის შეფასება და სწორედ შეფასებიდან გამომდინარე მოხდება ზარალის აღდგენა. ადგილზე შევდივართ და ვაფასებთ ზარალს. მილის დაზიანების აღდგენის პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები იმის დასადგენად თუ რამ გამოიწვია მილის დაზიანება“, – განაცხადა სოფო ნატროშვილმა“, – განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო ნატროშვილმა.
თბილისში, ჟვანიას მოედანზე ცენტრალური მილი გასკდა, დაიტბორა სარდაფები, დაზიანდა ავტომანქანები