„ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციით, თბილისი-მილანის რეისი თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა
„ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციით, თბილისი-მილანის რეისი თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა

„ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციით, თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.

თვითმფრინავი თბილისი-მილანის რეისს ასრულებდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, თვითმფრინავს ნავიგაციასა და ბორტს შორის ხარვეზი დაუფიქსირდა, რის გამოც მას თბილისის აეროპორტში დაბრუნება მოუწია.

„ჯორჯიან ეარვეისის“ ცნობით, ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ თვითმფრინავი თბილისი-მილანის რეისს შეასრულებს.