„ჯორჯიან ეარვეისი“ 16 აპრილს დაგეგმილ საფრანგეთის ავიარეისზე ბილეთების შეძენის მსურველთათვის ინფორმაციას ავრცელებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ 16 აპრილს დაგეგმილ საფრანგეთის ავიარეისზე ბილეთების შეძენის მსურველთათვის ინფორმაციას ავრცელებს

ავიკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრებისთვის, რომლებსაც ხვალ დაგეგმილ საფრანგეთის ავიარეისზე ბილეთების შეძენა სურთ, ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანია განმარტავს, რომ მგზავრებს, რომელთაც სურთ, შეიძინონ ბილეთები საფრანგეთის მიმართულებით 16 აპრილის რეისზე, უფლება აქვთ შევიდნენ ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან:

საფრანგეთის მოქალაქეები, ან მათი ოჯახის წევრები;

საფრანგეთში მცხოვრები ნებისმიერი სხვა მოქალაქე (აქვს საფრანგეთის, ან ევროპის ბინადრობის ნებართვა ან საფრანგეთის D-ტიპის ვიზა) – მათ უნდა ჰქონდეთ მუდმივი საცხოვრებელი საფრანგეთში;

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ტრანსპორტირებს საერთაშორისო საქონელს;

უცხო ქვეყნის მოქალაქე, ადამიანები ჯანდაცვის სფეროდან, ვინც მოგზაურობს „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით.

ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, ადამიანები, ვინც მიემგზავრებიან სამშობლოში საფრანგეთის გავლით უნდა იყვნენ:

ევროკავშირის / შენგენის ქვეყნების, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე;

ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ანდორა, ნორვეგია, ვატიკანი, სან მარინო, შვეიცარია – ქვეყნების მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები;

ნებისმიერი სხვა მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ზემოხსენებულ ქვეყნებში (აქვს ბინადრობის ნებართვა, D ტიპის ტიპის ვიზა ან ევროკავშირის ოჯახის წევრის ნებართვა).