ჯორჯია მელონიმ და ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე ომისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
ჯორჯია მელონიმ და ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე ომისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე ომისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ძალიან ძლიერი კავშირია აშშ-სა და იტალიას შორის. თანამშრომლობა უფრო ღრმა გახდა ბოლო დროს, რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ. ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვანია. როგორც არასდროს, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთზე დაყრდნობა. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, გავცვალოთ მოსაზრებები უკრაინის ომთან დაკავშირებულ მრავალ საერთაშორისო საკითხზე და მის გავლენაზე მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ხმელთაშუა ზღვის ზონის სტაბილიზაციასა და განვითარებაზე, უფრო მეტიც, აფრიკაში, ინდო-წყნარ ოკეანესა და იტალიაში“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობებზეც. ჯო ბაიდენის თქმით, ის ვერ ხედავს მიზეზს, რატომ ვერ უნდა გაძლიერდეს ვაჭრობა იტალიასა და შეერთებულ შტატებს შორის.

„დღეს ჩვენ ვაპირებთ, ვისაუბროთ ჩვენს გაღრმავებულ ეკონომიკურ კავშირებზე, რამაც გასულ წელს 100 მილიარდ დოლარზე მეტი ვაჭრობა მოიტანა. ჩემი აზრით, არ არსებობს იმის მიზეზი, რომ ეს არ განმტკიცდეს. ჩვენ ასევე ვაფართოებთ პარტნიორობას ახალ სფეროებში. იტალია არის დიდი ამერიკელი ერის განუყოფელი ნაწილი და წვლილი შეიტანა მისი კულტურისა და იდენტობის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ბაიდენმა.

იტალიის პრემიერ-მინიტრი ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მანამდე ის სენატის წარმომადგენლებსაც შეხვდა.