ჯორჯია მელონი „პლაცებოს“ სოლისტს უჩივის, რადგან კონცერტის დროს მან ფაშისტი და რასისტი უწოდა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ჯგუფ „პლაცებოს“ სოლისტს, ბრაიან მელკოს უჩივის იმის გამო, რომ ივლისში, ტურინში გამართული კონცერტის დროს სოლისტმა მას ფაშისტი და რასისტი უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტურინის პროკურატურამ „პლაცებოს“ სოლისტის წინააღმდეგ გამოძიება „ხელისუფლების ინსტიტუტების უპატივცემულობის“ ბრალდებით დაიწყო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მუსიკოსს 5 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრება.