ჯორჯია მელონი - მხარს ვუჭერთ იმ გზას, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გადიან, რათა გაწევრიანდნენ ევროკავშირში, ეს ნიშნავს ევროპაში ყველას ერთად დაბრუნებას
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, იტალია მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ძალისხმევას, გახდნენ ევროკავშირის წევრები.
მელონის თქმით, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპაში მათ დაბრუნებას ნიშნავს.
„პრინციპები გაანადგურეს მათ, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ დაგვაბრუნებს გასული საუკუნის ყველაზე რთულ წლებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან, დავეხმარებით მათ, ყოველთვის, ვიდრე საჭირო იქნება. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ გზას, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ასევე დასავლელი პარტნიორები გადიან იმისთვის, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, რაც არ ნიშნავს ევროკავშირის გაფართოებას, არამედ ყველას ერთად უკან დაბრუნებას“, – განაცხადა მელონიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე.