ჯორჯია მელონი ჩინეთში ვიზიტს ახალი ეტაპის დაწყების სურვილის დემონსტრირებას უწოდებს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ჩინეთში ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო.
იტალიის პრემიერი ჩინელ კოლეგას, ლი ჩიანგს შეხვდა და ხელი მოაწერა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების სამწლიან გეგმას.
მელონი ჩინეთში ვიზიტს „ახალი ეტაპის დაწყების სურვილის დემონსტრირებას“ უწოდებს.
ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა მიზნად ისახავს, გაზარდოს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა მცირე და საშუალო საწარმოებს შორის, ასევე, გემთმშენებლობის, აერონავტიკის, ხელოვნური ინტელექტის სფეროებში.
შეგახსენებთ, იტალია იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ევროკომისიის ბოლო ნაბიჯს ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე ტარიფების 37,6%-მდე დაწესების შესახებ.