ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა იჩქაროს უკრაინის გაწევრიანება
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა იჩქაროს უკრაინის გაწევრიანება. როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, მელონი მიიჩნევს, რომ აუცილებელია უკრაინის ევროკავშირის ინსტიტუტებში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება.
„ეს იქნება ყველაზე გონივრული გზა, რითიც უკრაინელებს მადლობას ვეტყვით იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ“, – განაცხადა მელონიმ.
აღნიშნული განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა რომში, თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
უკრაინის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მათი ამოცანაა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წლის ბოლოს დაიწყოს.