ჯორჯ სოროსი - აშშ-სთვის ყველაზე დიდი საფრთხე არა რუსეთი და ჩინეთი, არამედ შიდა მტრები არიან, მათ შორის ქვეყნის უზენაესი სასამართლო
აშშ-სთვის ყველაზე დიდი საფრთხე არა რუსეთი და ჩინეთი, არამედ შიდა მტრები არიან, მათ შორის ქვეყნის უზენაესი სასამართლო, – ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკელი ფინანსისტის, ჯორჯ სოროსის სტატიაში, რომელიც „ველტში“ გამოქვეყნდა.
სოროსი წერს, რომ მემარჯვენე ექსტრემისტებს აშშ-ში დემოკრატიის გაუქმება სურთ, რომლებიც უკვე აკონტროლებენ ქვეყნის უზენაეს სასამართლოს.
ჯორჯ სოროსის განცხადებით, აშშ-ის რეპრესიულ რეჟიმად გადაქცევის გრანდიოზული გეგმა არსებობს.
„უზენაესი სასამართლო ოდესღაც აშშ-ის ერთ-ერთი დაწესებულება იყო, რომელიც განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა, მაგრამ ექსტრემისტული უმრავლესობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით მისმა რეიტინგმა ყველა დროის დაბალ დონეზე დაიწია, ხოლო სასამართლოსადმი უკმაყოფილება ახალ სიმაღლეებზე. რა აძლევთ მათ ექსტრემისტულ კვალიფიკაციას? მხოლოდ მათი გადაწყვეტილება არაა, გააუქმონ 1973 წლის სასამართლო განაჩენი – „როუ უეიდის წინააღმდეგ“, რომელიც აღიარებს ქალის უფლებას, აირჩიოს მშობიარობა. რაც მათ აკვალიფიცირებს ექსტრემისტებად, არის არგუმენტები, რომლებსაც ისინი ეყრდნობიან თავიანთ გადაწყვეტილებებში და მითითებები იმის შესახებ, თუ რამდენად შორს შეიძლება, წავიდნენ ისინი ამ არგუმენტების განხორციელებაში“, – განაცხადა სოროსმა.
ამერიკელი ფინანსისტი ქვეყნის მთავარ მტრად ასევე ასახელებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რესპუბლიკურ პარტიას.