ჯორჯ სოროსი - რუსეთის შეჭრა უკრაინაში შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი ყოფილიყო
ჯორჯ სოროსი - რუსეთის შეჭრა უკრაინაში შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი ყოფილიყო

რუსეთის შეჭრა უკრაინაში შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი ყოფილიყო, – სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თავისუფალი ცივილიზაციის შენარჩუნებისთვის საუკეთესო გზა არის პრეზიდენტ პუტინის ძალების დამარცხება. როგორც სოროსი ამბობს, უკრაინაში ომი არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი თავისუფალ და დახურულ საზოგადოებებს შორის.

„უკრაინაში ომი შესაძლოა, ყოფილიყო მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი, რასაც ჩვენი ცივილიზაცია შესაძლოა, ვერ გადაურჩებოდა. ჩვენი ცივილიზაციის შესანარჩუნებლად საუკეთეო და ერთადერთი გზა არის პუტინის რაც შეძლება მალე დამარცხება. ეს არის მთავარი“, – განაცხადა სოროსმა.

სოროსის თქმით, მართალია, პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში მისი „სპეციალური ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა ახლა მას სჯერა, რომ უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო და ემზადება ცეცხლი შეწყვეტაზე მოსალაპარაკებლად.

„თუმცა ცეცხლის შეწყვეტა მიუღწეველია, რადგან პუტინს ვერ ენდობი. რაც უფრო სუსტია პუტინი, მით უფრო არაპროგნოზირებადი ხდება“, – განაცხადა სოროსმა.

დატოვე კომენტარი