ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის მსჯავრდებული 22-წლიანი პატიმრობის განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის მსჯავრდებული 22-წლიანი პატიმრობის განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამართალდამცველი დერეკ შოვინი სასჯელის გასაჩივრებას გეგმავს. მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მინიაპოლისის პოლიციის ყოფილი ოფიცერი დერეკ შოვინი მისი საქმის მოსამართლეს სუბიექტურობაში ადანაშაულებს, რა დროსაც, მან არ გაითვალისწინა რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, მათ შორის, უარი თქვა სხდომის გადადებაზე და საქმის საჯაროობის გამო მის სხვა შტატში გადატანაზე.

მსჯავრდებულ დერეკ შოვინის განცხადებით, მას განაჩენის გამოტანის შემდეგ, აპელაციისთვის სახაზინო ადვოკატი აღარ ჰყავს. სწორედ ამიტომ, ყოფილი ოფიცერი ახლა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, გადაიხედოს მისთვის სახაზინო ადვოკატის მინიჭებაზე ნეგატიური პასუხი.

ჯორჯ ფლოიდი 2020 წელს დაკავების მცდელობისას გარდაიცვალა. დერეკ შოვინს ყელის არეში მუხლით ჰყავდა ის 10 წუთის განმავლობაში დაჭერილი, რის გამოც ფლოიდს ასფიქსია განუვითარდა და გარდაიცვალა.

2020 წლის მაისში 46 წლის ფერადკანიანი მოქალაქე მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე მასობრივი პროტესტი და არეულობები გამოწვია.