ჯორჯ ბუშის განცხადებით, ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი პოლიტიკური უთანხმოება საქართველოს ნატო-ში წევრობის განაცხადის პროცესთან დაკავშირებით ჰქონდა
ჯორჯ ბუშის განცხადებით, ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი პოლიტიკური უთანხმოება საქართველოს ნატო-ში წევრობის განაცხადის პროცესთან დაკავშირებით ჰქონდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის განცხადებით, ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი პოლიტიკური უთანხმოება საქართველოს ნატო-ში წევრობის განაცხადის პროცესთან დაკავშირებით ჰქონდა. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, გერმანულ გამოცემა, „დოიჩე ველესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ჯორჯ ბუშის თქმით, გერმანიის კანცლერს ძალიან მტკიცე პოზიცია ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ეს სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა.

„ანგელა მოვიდა და ქვეყნებს შორის მანამდე არსებული ვითარება სრულად შეიცვალა. ჩვენ, რა თქმა უნდა გვქონდა უთანხმოებებიც. მთავარი ეს, ალბათ, იყო, უნდა მიეღო თუ არა საქართველოს ნატო-ს წევრობის განაცხადთან დაკავშირებული პროცედურა. მას მტკიცე პოზიცია ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ამის გაკეთება სწორი არ იყო. მე ვფიქრობდი, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ჩვენ იმგვარად გვქონდა კომუნიკაცია, რომ ამის პერსონალიზაცია არ მომხდარა, რადგან პოლიტიკის ზემოთ არის მეგობრობა. ქვეყნებს შორის უფრო კონსტრუქციული და პოზიტიური ურთიერთობები განვითარდა“, – განაცხადა ბუშმა.