ჯონ კირბი - შავ ზღვაში სადაზვერვო დრონი ჯერ არ გვიპოვია და დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებთ პოვნას
შავ ზღვაში ჩავარდნილი აშშ-ის სადაზვერვო დრონი, შესაძლოა, ვერასდროს ამოიღონ. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ის ჯერ არ გვიპოვია და დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებთ პოვნას“, – განაცხადა ჯონ კირბიმ. კირბის განმარტებით, ტერიტორიაზე, სადაც დრონი ჩავარდა, წყალი ძალიან ღრმაა.
როგორც მედია წერს, სადაზვერვო დრონის მიერ მოპოვებული ინფორმაციის უზრუნველსაყოფად ვაშინგტონში ზომები უკვე მიიღეს და იმ შემთხვევაში, თუ დრონის მოპოვებას რუსეთი შეძლებს, მათ შეზღუდული ექნებათ წვდომა უპილოტო საფრენი აპარატის ინფორმაციაზე.