ჯონ კირბი - რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს შეუძლია
რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს შეუძლია, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა ჯონ კირბიმ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავად განსაზღვრავს, როდის და როგორ გაიმართება მოლაპარაკებები.
„ზელენსკი თავად განსაზღვრავს, მზად არის თუ არა მოლაპარაკებებისთვის და როდის და როგორ გაიმართება ეს მოლაპარაკებები. ამერიკის შეერთებულ შტატებში არავინ უბიძგებს მას მოლაპარაკებებისკენ“, – აღნიშნა კირბიმ.