ჯონ კირბი - პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენის უკრაინაში ჩასვლა არ იგეგმება
ჯონ კირბი - პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენის უკრაინაში ჩასვლა არ იგეგმება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის დროს უკრაინაში ჩასვლა არ იგეგმება, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ბაიდენი შეხვდება პოლონელ კოლეგას, პრეზიდენტ ანჯეი დუდას და რეგიონის სხვა ლიდერებს.

„პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ ზელენსკის არ შეხვდება. ვიზიტის დროს პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა ამჟამად არ არის დაგეგმილი. პრეზიდენტი ბაიდენი ვარშავაში გაემგზავრება“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით 20 თებერვალს ეწვევა. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების წლისთავისთვის გეგმავდა.