ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში 20 თებერვალს ჩავა

11:23, 11.02.2023

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 20 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა. შესაბამისი განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა.

ვიზიტი 20-22 თებერვალს არის დაგეგმილი და მის ფარგლებში ჯო ბაიდენი პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდასა და რეგიონის სხვა პირველ პირებს შეხვდება.

ამერიკის პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტი რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების წლისთავს ემთხვევა. აშშ-ში ამბობენ, რომ ჯო ბაიდენი ევროპელ კოლეგებთან კიდევ ერთხელ გაიმეორებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა.

მსგავსი