ჯონ კირბი - კონგრესი თუ არ დაამტკიცებს უკრაინის დახმარების დაფინანსებას, მაშინ თვის ბოლოს აშშ-ს დაფინანსების მარაგი ამოეწურება
ჯონ კირბი - კონგრესი თუ არ დაამტკიცებს უკრაინის დახმარების დაფინანსებას, მაშინ თვის ბოლოს აშშ-ს დაფინანსების მარაგი ამოეწურება

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ კონგრესი თუ არ დაამტკიცებს უკრაინის დახმარების დაფინანსებას, მაშინ თვის ბოლოს აშშ-ს დაფინანსების მარაგი ამოეწურება. ამის შესახებ თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თვის ბოლომდე კიდევ ერთ დახმარების პაკეტს გამოუყოფს უკრაინას, მაგრამ ამის შემდეგ უკრაინის დაფინანსება შეწყდება.

„ეს როდესაც გაკეთდება, ჩვენ აღარ გვექნება შევსების უფლებამოსილება და დაგვჭირდება კონგრესის დაუყოვნებლივი მოქმედება“, – განაცხადა კირბიმ.