ჯონ კირბი - ისრაელი და „ჰამასი“ არ არიან ახლოს ჰუმანიტარული პაუზის შესახებ ახალ შეთანხმებასთან
ისრაელი და „ჰამასი“ არ არიან ახლოს ჰუმანიტარული პაუზის შესახებ ახალ შეთანხმებასთან, – ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბის თქმით, ამჟამად მძევლების დაბრუნების შესახებ არანაირი სიახლე არ არის.
„ჩვენ არ ვართ ახლოს ჰუმანიტარული პაუზის შესახებ მორიგი შეთანხმების დადებასთან. მე არ მაქვს რაიმე სიახლე მძევლების, როგორც ჩვენი, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეების, დაბრუნების თაობაზე. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მძევლების შესახებ. გვაქვს გარკვეული ინფორმაცია ზოგიერთი მძევალზე, თუმცა მათი დაბრუნების შესახებ რაიმე სიახლე არ არის“, – აღნიშნა კირბიმ.