ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან საკვები პროდუქტების სანაცვლოდ, იარაღის მიღებას ცდილობს
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან საკვები პროდუქტების სანაცვლოდ, იარაღის მიღებას ცდილობს.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ჩრდილოეთ კორეა შემდგომ დახმარებას გაუწევს რუსეთის სამხედრო ოპერაციას უკრაინაში და ჩვენ გვაქვს ახალი ინფორმაცია, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს ჩრდილოეთ კორეისგან საბრძოლო მასალების მიღებას“, – განაცხადა კირბიმ.
შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის საბრძოლო მასალების გადაცემაში რამდენიმე თვის წინ დაადანაშაულა. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, საბრძოლო მასალებს ჩრდილოეთ კორეა რუსეთს, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გავლით აწვდის.