ჯონ კირბი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისთვის მოლაპარაკებები გრძელდება და დისკუსიები რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაო ჯგუფების დონეზე გაგრძელდება
თეთრი სახლის განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისთვის მოლაპარაკებები გრძელდება.
როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, დისკუსიები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაო ჯგუფების დონეზე გაგრძელდება, რათა კონკრეტულ საკითხებზე შეჯერება მოხდეს.
„მოლაპარაკებებში, ფაქტობრივად, მიღწეულია ეტაპი, სადაც მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა სამუშაო ჯგუფების შექმნა, რათა მოხდეს საკითხების უფრო დეტალური დამუშავება“, – განაცხადა კირბიმ.
მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომლის გადაჭრაც სამუშაო ჯგუფებს მოუწევთ, მძევლების გაცვლა და ამ გაცვლის დეტალებია.