ჯონ ბოლტონი - ვენესუელელმა მაღალჩინოსნებმა დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ წინასწარ იცოდნენ
ჯონ ბოლტონის განცხადებით, ნიკოლას მადუროს მხარდამჭერი რამდენიმე მაღალჩინოსანი ახლა უკვე ხუან გუაიდოს უჭერს მხარს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა თეთრ სახლთან გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
ჯონ ბოლტონის თქმით, ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა, ვმადიმირ პარდინომ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, მაიკელ მორენომ და ნიკოლას მადუროს პირადი დაცვის ხელმძღვანელმა, რაფაელ ჰერნანდეს დალამ დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ წინასწარ იცოდნენ.
დონალდ ტრამპის მრჩევლის განმარტებით, აღნიშნული მაღალჩინოსნები თანხმდებიან, რომ ნიკოლას მადურომ თანამდებობა უნდა დატოვოს.
ჯონ ბოლტონმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში აღნიშნული მაღალჩინოსნები ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.