ჯონ ბოლტონი - ირანის პროვოკაციების საპასუხოდ, აშშ-მა სპარსეთის ყურეში ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ გაგზავნა
ირანის პროვოკაციების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სპარსეთის ყურეში ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ გაგზავნა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა.
ჯონ ბოლტონის თქმით, სამხედრო ხომალდის გაგზავნა არის ირანის რეჟიმის მიმართ ცხადი და უტყუარი სიგნალი, რომ აშშ-ის ინტერესებზე ან ვაშინგტონის მოკავშირეებზე ნებისმიერი თავდასხმა საპასუხო ძალას შეხვდება.
„აშშ-ი ირანის რეჟიმთან ომს არ ეძებს, მაგრამ ჩვენ სრულად მზად ვართ, რომ ნებისმიერ თავდასხმას ვუპასუხოთ“, – განაცხადა ბოლტონმა.
სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ სპარსეთის ყურეში ავიამზიდის გაგზავნა აშშ-ის სამხედრო ძალებზე შესაძლო თავდასხმებს უკავშირდება.