ჯოკოვიჩი მონაკოს "მასტერსს" გამოეთიშა
ჯოკოვიჩი მონაკოს "მასტერსს" გამოეთიშა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაასრულა გამოსვლა მონტე კარლოს “მასტერსზე”. “დიდი სლემის” ტურნირების 12-გზის ჩემპიონმა სამ სეტში წააგო ორსაათნახევრიანი ორთაბრძოლა ავსტრიელ დომინიკ ტიმთან, რომელიც კლასიფიკაციაში მეშვიდე ადგილზეა.

ტიმი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და შეეძლო ორ სეტში მოგება. პირველ პარტიაში ავსტრიელმა თავიდანვე გააკეთა ბრეიკი და საქმე სეტის მოგებამდე მიჰყავდა, მაგრამ ჯოკოვიჩმა სამი სეტბოლი მოიგერია, ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ, ტაი-ბრეიკზე გაიმარჯვა.

ტიმმა ინიციატივა მეორე სეტის სტარტზე დაიბრუნა, როცა 1:2-დან ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და პარტიებში ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტში პირველი ექვსი გეიმი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, 3:3-ის შემდეგ კი ავსტრიელმა ორი ბრეიკი შეასრულა და საბოლოოდ, 6:7(2), 6:2, 6:3 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ჯოკოვიჩს მატჩში სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ერთი შანსი გამოიყენა, ტიმის ანგარიშზე – 10-დან 5 გამოყენებული ბრეიკ-პოინტი იყო.

ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში – 5:2 გახდა ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.