„დიდი სლემის“ ტურნირების 12-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი მონტე კარლოს „მასტერსზე“ თავისი ყოფილი მწვრთნელის მარიან ვაიდას ხელმძღვანელობით ითამაშებს.
ამის შესახებ სერბმა ჩოგბურთელმა „ტვიტერში“ დაწერა.
დღეისთვის, ჯოკოვიჩი ესპანეთის კურორტ მარბეიაში ვარჯიშობს.
ვაიდა 2006-2017 წლების პერიოდში ნოვაკის მწვრთნელი იყო. რაც შეეხება მათ გრძელვადიან თანამშრომლობას, ჯერჯერობით ეს არ შედის მოთამაშის გეგმებში.
ჯოკოვიჩმა მარტის ბოლოს ამერიკელ ანდრე აგასისთან და ჩეხ რადეკ შტეპანეკთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამ მომენტისთვის, სერბ ჩოგბურთელს ზედიზედ სამი წაგება აქვს.
მონტე კარლოს „მასტერსი“ მომავალ კვირას დაიწყება.