აშშ-ის ღია პირველობის მეორე ფინალისტი მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა, მან პრაქტიკულად უშანსოდ მოუგო იაპონელ კეი ნიშიკორის – 6:3, 6:4, 6:2.
სერბმა 17 ბრეიკ-პოინტის დაგროვება მოახერხა და აქედან ოთხი გამოიყენა. იაპონელს მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ჯოკოვიჩმა ორივე საფრთხე მოიგერია. გარდა ამისა, ნიშიკორის მთლიანად მატჩში 51 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა.
ჯოკოვიჩი მერვედ გავიდა აშშ-ის ღიას ფინალში, სადაც არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება. სერბს არგენტინელის წინააღმდეგ ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა აქვს – 14 მოგება და 4 წაგება.