ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ხელი მოაწერა.
„როიტერსის“ ინფორმაციით, ამ თანხის ძირითადი ნაწილი უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება.
შეგახსენებთ, რომ სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტი 19 მაისს დაამტკიცა.