ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის უმასპინძლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
შეხვედრის დროს ჯო ბაიდენმა ავღანეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ კოალიციური ძალების გამოსვლის ფონზე ავღანელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის ბედი.
„ავღანელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, უაზრო ძალადობა უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ავღანეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ, სუვერენული გადაწყვეტილებაა და ახლა ქაბულზეა დამოკიდებული, როგორ მართავს შედეგებს.
ღანის თქმით, შეხვედრის დროს ამერიკის პრეზიდენტმა მას დაუდასტურა, რომ ავღანეთში ამერიკის საელჩო მუშაობას გააგრძელებს და უსაფრთხოების კუთხითაც ამერიკა ავღანეთის დახმარებას გააგრძელებს.