ჯო ბაიდენმა რუს ხალხს მიმართა - არ მჯერა, რომ გსურთ სისხლიანი ომი უკრაინის, ხალხის წინააღმდეგ, რომლებთანაც ღრმა ნათესაური, ისტორიული და კულტურული ურთიერთობა გაქვთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუს ხალხს მიმართა.
ბაიდენის მიმართვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „ტვიტერის” გვერდზე გავრცელდა.
„აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი რუს ხალხს: „არ მჯერა, რომ თქვენ გსურთ სისხლიანი, გამანადგურებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ – ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, რომლებთანაც თქვენ გაქვთ ასეთი ღრმა ნათესაური, ისტორიული და კულტურული ურთიერთობა“, – ნათქვამია პრეზიდენტ ბაიდენის მიმართვაში.