ჯო ბაიდენმა რუს ხალხს მიმართა – არ მჯერა, რომ გსურთ სისხლიანი ომი უკრაინის, ხალხის წინააღმდეგ, რომლებთანაც ღრმა ნათესაური, ისტორიული და კულტურული ურთიერთობა გაქვთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუს ხალხს მიმართა.
ბაიდენის მიმართვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „ტვიტერის” გვერდზე გავრცელდა.
„აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი რუს ხალხს: „არ მჯერა, რომ თქვენ გსურთ სისხლიანი, გამანადგურებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ – ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, რომლებთანაც თქვენ გაქვთ ასეთი ღრმა ნათესაური, ისტორიული და კულტურული ურთიერთობა“, – ნათქვამია პრეზიდენტ ბაიდენის მიმართვაში.
.@POTUS message to the people of Russia: “I do not believe you want a bloody, destructive war against Ukraine — a country and a people with whom you share such deep ties of family, history, and culture.” pic.twitter.com/ExXYyoFxN0
— Department of State (@StateDept) March 5, 2022