ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის რანგში პირველ განკარგულებებს მოაწერა ხელი
ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის რანგში პირველ განკარგულებებს მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირველ განკარგულებებს ხელი მოაწერა.

კაპიტოლიუმის შენობაში, პრეზიდენტის ოთახში ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ინაუგურაციის დღის გამოცხადების, მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და მათი მოადგილეების დამტკიცების შესახებ დოკუმენტებს.

„სიენენის“ ინფორმაციით, სულ მალე აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი შეიარაღებული ჯარების მზაობას შეამოწმებს, მოგვიანებით კი, არლინგტონის სასაფლაოზე უცნობის ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს. როგორც ცნობილია, არლინგტონის სასაფლაოზე მასთან ერთად მივლენ ექსპრეზიდენტები – ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა.