ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა
ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა

„სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა.

პრეზიდენტი კიევში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ჩავიდა. ჯო ბაიდენი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს.

როგორც ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე აღნიშნა, უკრაინაში მისი ჩასვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა არ გაჩენილიყო ეჭვი აშშ-ის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერაში. მისივე თქმით, რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ კიევი არ დაცემულა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ჯო ბაიდენის პირველი ვიზიტი იყო კიევში.