ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევისთვის F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხი განიხილეს
ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევისთვის F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხი განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევისთვის F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხი განიხილეს.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგას, რათა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიელოცა.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უკრაინის თავდაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება და პასუხი აგებინოს რუსეთს თავისი ქმედებებისთვის. ბაიდენმა და ზელენსკიმ განიხილეს უკრაინელი სამხედრო მფრინავების წვრთნის დაწყება და სწავლების დასრულების შემდეგ სხვა ქვეყნების მიერ უკრაინსითვის F16-ების გადაცემის დაჩქარებული ნებართვის უზრუნველყოფა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

როგორც გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინისთვის F16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემისთვის მზადყოფნა უკვე სამმა ქვეყანამ, ნიდერლანდებმა, დანიამ და ნორვეგიამ დაადასტურეს.