ჯო ბაიდენის სპიკერი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის ვერსიებზე სადაზვერვო სამსახურის ანგარიში, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდეს
ჯო ბაიდენის სპიკერი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის ვერსიებზე სადაზვერვო სამსახურის ანგარიში, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდეს

ამერიკული დაზვერვისთვის კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობის სავარაუდო ვერსიის დასადასტურებლად განსაზღვრული ვადა დღეს იწურება.

მაისის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები 90 დღის განმავლობაში შეისწავლიან „კოვიდ-19“-ის წარმოშობის სხვადასხვა ვერსიას, მათ შორის ისეთს, რომლის მიხედვით, კორონავირუსი მსოფლიოში უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გაჟონვის შემდეგ გავრცელდა.

ბაიდენის სპიკერის ჯენ ფსაკის თქმით, აღნიშნულის შესახებ ანგარიში დადგენილ ვადებში მზადდება, მაგრამ მისი შედეგები შესაძლოა, რამდენიმე დღის შემდეგ გამოქვეყნდეს.