ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლა ისრაელში - არ აჰყვეთ მრისხანებას, 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენ აშშ-ში განრისხებულები ვიყავით და ვიდრე მივისწრაფოდით სამართლიანობისკენ, დავუშვით შეცდომებიც
ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლა ისრაელში - არ აჰყვეთ მრისხანებას, 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენ აშშ-ში განრისხებულები ვიყავით და ვიდრე მივისწრაფოდით სამართლიანობისკენ, დავუშვით შეცდომებიც

11 სექტემბრის შემდეგ, ჩვენ აშშ-ში განრისხებულები ვიყავით და ვიდრე ჩვენ მივისწრაფოდით სამართლიანობისკენ, ჩვენ ასევე შეცდომები დავუშვით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გუშინ ისრაელში ვიზიტისას განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც ეს ტერორისტილი თავდასხმა მოხდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ის აღწერეს, როგორც ისრაელის 11 სექტემბერი. თუმცა, ისრაელის ზომის ქვეყნისთვის ეს იყო 15-ჯერ დიდი 11 სექტემბერი. მასშტაბი შესაძლოა, განსხვაებული იყოს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საშინელებები შეეხო ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობას ისრაელში, ისევე, როგორც ეს მოხდა აშშ-ში. შოკი, ტკივილი, მრისხანება – ყოვლისმომცველი მრისხანება. მე მესმის და ბევრ ამერიკელს ესმის ეს. შეუძლებელია, უყუროთ, რა დაემართათ თქვენს დედებს, მამებს, პაპა-ბებიებს, ვაჟებს, ქალიშვილებს, შვილებს, ჩვილებსაც კი  და არ იყვიროთ სამართლიანობის მოთხოვნით. სამართლიანობა უნდა აღსრულდეს. თუმცა, ჩემი გაფრთხილებაა: ვიდრე ამ მრისხანებას გრძნობთ, არ აჰყვეთ მას. 11 სექტემბრის შემდეგ, ჩვენ აშშ-ში განრისხებულები ვიყავით და ვიდრე ჩვენ მივისწრაფოდით სამართლიანობისკენ და მივაღწიეთ მას, ასევე შეცდომები დავუშვით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, ომის დროს ხელისუფლების წინაშე არსებული არჩევანი არასდროსაა მარტივი.

„მე აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც ისრაელში ომის დროს ჩამოვიდა. მე მიმიღია ომის დროს გადაწყვეტილებები. ვიცი, რომ ხელმძღვანელობისთვის ეს არჩევანი არასდროსაა ნათელი ან მარტივი. ყოველთვის არის ფასი გადასახდელი. თუმცა, ეს მოითხოვს, იყო წინადახედული. ეს მოითხოვს ძალიან რთული შეკითხვების დასმას. ეს მოითხოვს სიცხადეს მიზნებთან დაკავშირებით და იმის გულწრფელ შეფასებას, მიაღწევს თუ არა ამ მიზნებს გზა, რომელსაც ადგახარ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მან აღნიშნა, რომ პალესტინელთა აბსოლუტური უმრავლესობა არ არის „ჰამასი“.

„„ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს. „ჰამასი“ უდანაშაულო ოჯახებს ღაზაში ცოცხალ ფარად იყენებს და თავის სამეთაურო შტაბებს, იარაღსა და საკომუნიაკციო გვირაბებს სამოქალაქო დასახლეებბში მალავს. პალესტინელი ხალხი ასევე იტანჯება. ჩვენ უდანშაულო პალესტინელების გარდაცვალებას ვგლოვობთ“, – აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ ურყევად უჭერს მხარს კონფლქტის დროს სამოქალაქო მოსახლობის დაცვას. მისივე განცხადებით, ღაზის მოსახლეობას სჭირდება სურსათი, წყალი, მედიკამენტები და თავშესაფარი. ამიტომ, მან ისრაელის მინისტრთა კაბინეტს, ღაზაში არსებითი ჰუმანიტარული ტვირთების დაშვება სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო იმ პირობით, რომ მოხდება ამ ტვირთების ინსპექტირება და იმის უზრუნველყოფა, რომ დახმარება მივა მოქალაქეებამდე და არა „ჰამასამდე“.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ წითლემა ჯვარმა უნდა შეძლოს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების მონახულება, რაც არის საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნა.

„თქვენ ხართ ებრაული სახელმწიფო, თუმცა თქვენ ასევე ხართ დემოკარტია. ისევე, როგორც აშშ, თქვენ არ ცხოვრობთ ტერორისტების წესებით. თქვენ ცხოვრობთ კანონის უზენაესობით. ახლა, როდესაც კონფლიქტები ჩაღდება, თქვენ ომის კანონით ცხოვრობთ. ის, რაც ტერორისტებისგან განგვასხვავებს, არის, რომ ჩვენ გვჯერა თითოეული ადამიანური სიცოცხლის ფუნდამენტური ღირსების – ისრაელელის, პალესტინელის, არაბის, ებრაელის, მუსლიმის, ქრისტიანის, ყველასი“, – განაცხადა ბაიდენმა.

როგორც პრეზიდენტ ბაიდენმა აღნიშნა, აშშ-ისა და ისრაელის მსგავსი ქვეყნები არ ფასდება მხოლოდ მათი სიძლიერის მაგალითით, არამედ ასევე მაგალითის სიძლიერითაც.

„სწორედ ამიტომ, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ მშვიდობისკენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გზა, რომ ისრაელმა და პალესტინელმა ხალხმა, ორივემ იცხოვროს უსაფრთხოდ, დაცულად, ღირსეულად და მშვიდობიანად. ჩემთვის ეს ნიშნავს ორი სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ისრაელის უფრო მეტი ინტეგრაციისთვის მის მეზობლებთან. ამ თავდასხმებმა მხოლოდ გააძლიერა ჩემი სიმტკიცე, ერთგულება და სურვილი, რომ ამას მივაღწიოთ. მე ვარ აქ, რათა გითხრათ, რომ ტერორისტები არ გაიმარჯვებენ. გაიმარჯვებს თავისუფლება. ასე რომ, ნება მიბოძეთ ვთქვა, რითიც დავიწყე. ისრაელო, შენ მარტო არ ხარ. აშშ შენს გვერდით დგას“, – დასძინა ბაიდენმა.