ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ჰანტერ ბაიდენი ნაფიც მსაჯულებმა სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ჰანტერ ბაიდენს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 750 000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.

როგორც „სიენენი“ წერს, გადასახდელი ჯარიმა, შესაძლოა, ბევრად ნაკლები იყოს, რადგან ჰანტერ ბაიდენს ნასამართლობა არ აქვს.

ბრალდების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს, „კოლტის“ ტიპის რევოლვერის ყიდვისას ოფიციალური დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას აღარ მოიხმარდა. კიდევ ერთი ბრალდება უკავშირდება პრეზიდენტის შვილის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას. აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია.