რუსეთმა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შემდეგ, სანქციები დაუწესა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსაც.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული. განცხადებაში წერია, რომ პერსონალური სანქციები წესდება კანადის უმაღლესი თანამდებობის პირების, დეპუტატებისა და „ანტირუსული მოღვაწეების“ მიმართ. სულ „შავ სიაში“ სამასზე მეტი ადამიანია შეყვანილი.
რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ მათ მიერ დაწესებული სანქციები არის პასუხი ოფიციალური ოტავას მიერ რუსი დეპუტატებისა და თანამდებობის პირების მიმართ დაწესებულ სანქციებზე.