რუსეთმა ჯო ბაიდენს პერსონალური სანქციები დაუწესა
რუსეთმა ჯო ბაიდენს პერსონალური სანქციები დაუწესა

რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება.

„იმ უპრეცედენტო სანქციებზე საპასუხოდ, რომლებიც სხვა ყველაფერთან ერთად უკრძალავს რუსეთის ფედერაციის თანამდებობის პირებს აშშ-ში ჩასვლას, 15 მარტიდან რუსეთის „სტოპ-ლისტში“ შეყვანილია ჯო ბაიდენი და ასევე აშშ-ის რიგი უწყებების ხელმძღვანელი პირები“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

უწყების განმარტებით, აღნიშნულ პირებს შორის არიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უილიამ ბერენსი, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი სამანთა ფაუერი, პრეზიდენტ ბაიდენის შვილი ჰანთერ ბაიდენი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და სხვები.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უარს არ ამბობს ოფიციალურ კავშირებზე.