ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში უკრაინისთვის მორიგი ორმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადეს
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის მორიგი ორმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ აცხადებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა „სიენენს“ განუცხადა.
ამჯერად უკრაინისთვის შეიარაღება გამოიყოფა არა ამერიკული მარაგებიდან, არამედ მას მწარმოებელ ამერიკულ კომპანიებს დაუკვეთავენ. თუმცა, ამის გამო უკრაინისთვის მიწოდებას შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს. საუბარია „ჰაიმარსის“ სისტემებზე, საარტილერიო საბრძოლო მასალებზე, უპილოტო საფრენ აპარატებსა და ასევე სამხედროების მომზადებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე.
დახმარების ახალი პაკეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევში ვიზიტისას დააანონსა.