ჯო ბაიდენი - ვლადიმერ პუტინს ნათლად ვუთხარი, რომ აშშ მტკიცეა ევროპაში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერაში
ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ჩვენი ქვეყნის, ხალხის, ინსტიტუტებისა და მოკავშირეების დაცვის მხარეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„მე პრეზიდენტ პუტინს ნათლად ვუთხარი, რომ ამერიკა მტკიცეა ევროპაში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერაში. ამ ნაწილში შეშფოთება გამოვთქვი უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების გააქტიურების გამო და ოკუპირებულ ყირიმზე. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მკაცრად მოვუწოდე ნებისმიერი სამხედრო ქმედებისგან თავის შეკავებისკენ. ახლა არის დეესკალაციის დრო. გზა არის დიალოგი და დიპლომატიური პროცესი. სადაც იქნება ამერიკის ინტერესი, რომ იმუშაოს რუსეთთან ერთად, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ და ვითანამშრომლებთ. თუ რუსეთი დაარღვევს ამერიკის ინტერესებს, ჩვენ ვუპასუხებთ. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ჩვენი ქვეყნის, ხალხის, ინსტიტუტებისა და მოკავშირეების დაცვის მხარეს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.