ჯო ბაიდენი - ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ გავწყვიტეთ რუსეთის მთავრობის დასავლური დაფინანსება
ჩვენ ვაწესებთ დამბლოკავ სანქციას რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტზე, სახელმწიფო განვითარების კორპორაციაზე და სამხედრო ბანკზე. ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე იმუშავეს გერმანიასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ გაგრძელდება.
„ჩვენ ვაწესებთ დამბლოკავ სანქციას რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტზე, სახელმწიფო განვითარების კორპორაციაზე და სამხედრო ბანკზე. ჩვენ ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გავწყვიტეთ რუსეთის მთავრობის დასავლური დაფინანსება. ის ვეღარ შეძლებს დასავლეთისგან ფულის მიღებას და ვეღარ შეძლებს ახალი ვალით ვაჭრობას ჩვენ ბაზრებზე ან ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან დაწყებული, ჩვენ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტის და მათი ოჯახების წინააღმდეგ. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე გაიზიარებენ ტკივილსაც. რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩრდილოეთის ნაკადი, როგორც დაგპირდით, არ გაგრძელდება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.