აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის დახმარებაზე უარის თქმა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის თანხის გამოყოფას მიაღწევს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნის, ჯანეტ იელენის თქმით, უკრაინას თანხა ეწურება და რთულ ვითარებაშია.
„უკრაინის დამარცხებაზე პასუხისმგებლობა შეგვიძლია საკუთარ თავზე ავიღოთ, თუ ვერ შევძლებთ უკრაინისთვის დაფინანსების მიწოდებას“, – აღნიშნა იელენმა.
აღსანიშნავია, რომ დემოკრატები ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების შესწორებული პაკეტის წარდგენას სენატში დღეს გეგმავენ. 111 მილიარდი დოლარის პროექტიდან 15 მილიარდი უკრაინის დასახმარებლადაა განკუთვნილი.