ჯო ბაიდენი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დებორა ჰაალანდს წარადგენს
ჯო ბაიდენი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დებორა ჰაალანდს წარადგენს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დებორა ჰაალანდს წარადგენს. ნიუ მექსიკოს შტატიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატი დებორა ჰაალანდი აშშ-ის მინისტრთა კაბინეტში პირველი ადამიანი იქნება, რომელიც აშშ-ის მკვიდრი მოსახლეობიდან იქნება არჩეული.

შინაგან საქმეთა დეპარტამენტის იურისდიქცია ფარავს ტომებში მიწებს და აშშ-ის დაცული ველური ბუნების დიდ ნაწილს, მათ შორის იელოუსტოუნის და იოსემიტის ეროვნულ პარკებს.

დებორა ჰაალანდი, რომელიც შინაგან საქმეთა დეპარტამენტს უხელმძღვანელებს, აბორიგენი ამერიკელების ტომის, „ლაგუნა პუებლოს“ წარმომადგენელია, რომელიც ამ თანმდებობაზე ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები მკვიდრი ხალხების პირველი შთამომავალი იქნება.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა დეპარტამენტს ქვეყნის 574 ფედერალურად აღიარებულ ტომთან ხშირად ჰქონდა რთული ურთიერთობა.

„როიტერთან“ საუბარში, დებორა ჰაალანდმა თქვა, რომ ფედერალურ მიწაზე განახლებადი ენერგიის წარმოების გაფართოებას შეეცდება, რათა ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას.

ნიუ მექსიკოს გუბერნატორმა, ტომ უდალმა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას „აბორიგენი თემებისთვის და ჩვენი ერისთვის წყალგამოყოფი მომენტი“ უწოდა.

მინისტრთა კაბინეტში წარდგენას თავად დებორა ჰაალანდი სოცლიალურ ქსელ, „ტვიტერში“ გამოეხმაურა. „დედაჩემის, პუებლოს ოჯახში გაზრდამ მკაცრი გამხადა. მე ვიქნები მკაცრი ჩვენი პლანეტისა და ყველა ჩვენი დაცული მიწისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და მზად ვარ სამსახურისთვის“, – ამბობს ჰაალანდი.