ჯო ბაიდენი - მე ვარ პრეზიდენტი, მაგრამ ამასთანავე ვარ მამა, ჯილს და მე გვიყვარს ჩვენი შვილი და ვამაყობთ იმით, როგორიც არის დღეს
ჯო ბაიდენი - მე ვარ პრეზიდენტი, მაგრამ ამასთანავე ვარ მამა, ჯილს და მე გვიყვარს ჩვენი შვილი და ვამაყობთ იმით, როგორიც არის დღეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმეზე ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილების შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს, გააგრძელებს სასამართლო პროცესის პატივისცემას.

„გასულ კვირას როგორც განვაცხადე, მე ვარ პრეზიდენტი, მაგრამ ამასთანავე ვარ მამა. ჯილს და მე გვიყვარს ჩვენი შვილი და ვამაყობთ იმით, როგორიცაა დღეს. ძალიან ბევრ ოჯახს, რომელთა საყვარელი ადამიანები ებრძოდნენ დამოკიდებულებას, ესმის იმ სიამაყის გრძნობის, როდესაც ხედავ, რომ შენი საყვარელი ადამიანი მეორე მხარეს გადადის და ასე ძლიერი და გამძლეა გამოჯანმრთელებაში. გავაგრძელებ სასამართლო პროცესის პატივისცემას, რადგან ჰანტერი განიხილავს გასაჩივრებას“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, ჰანტერ ბაიდენი ნაფიც მსაჯულებმა სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

ბრალდების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს, „კოლტის“ ტიპის რევოლვერის ყიდვისას ოფიციალური დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას აღარ მოიხმარდა. კიდევ ერთი ბრალდება უკავშირდება პრეზიდენტის შვილის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას. აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია.