ჯო ბაიდენი - მე პრობლემების მოსაგვარებლად ამირჩიეს და არა ქვეყნის დასაყოფად
ჯო ბაიდენი - მე პრობლემების მოსაგვარებლად ამირჩიეს და არა ქვეყნის დასაყოფად

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის პრობლემების მოსაგვარებლად აირჩიეს და არა ქვეყნის დასაყოფად.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რესპუბლიკურმა პარტიამ უნდა აირჩიოს, სურთ ერთად მუშაობა, თუ დაყოფის პოლიტიკის გაგრძელება.

„ვფიქრობ, რესპუბლიკელ კოლეგებს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, გვსურს თუ არა ჩვენ ერთად მუშაობა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ შეძლებს პროგრესს მიაღწიონ რთულ საკითხებზე, როგორიცაა იარაღის კონტროლი, კლიმატის ცვლილება, ემიგრაცია.

„ვნახოთ, რა მოხდება. მე პრობლემების მოსაგვარებლად დამიქირავეს და არა ქვეყნის დასაყოფად“, – განაცხადა ბაიდენმა.