ჯო ბაიდენი - „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ბნელი დღეები წინ გვაქვს
ჯო ბაიდენი - „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ბნელი დღეები წინ გვაქვს

„კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ბნელი დღეები წინ გვაქვს, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მისი ადმინისტრაცია იმუშავებს მომავალ წელს კორონავირუსის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების კიდევ ერთი პაკეტის მისაღებად, მათ შორის მოქალაქეებისთვის ფულადი გადახდების.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, კონგრესის მიერ ეკონომიკის აღსადგენად გასულ დღეს დამტკიცებული 900 მილიარდი დოლარის ფინანსური პაკეტი პირველი ნაბიჯია და მის მთავრობას უფრო მეტის გაკეთება მოუწევს.

„სიმართლე მარტივია: „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ბნელი დღეები ჯერ კიდევ წინ გვაქვს და არა ჩვენს უკან“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.