აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს 13 სექტემბერს შეხვდება.
როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბაიდენი სტარმერს თეთრ სახლში უმასპინძლებს.
„ლიდერები განიხილავენ გლობალურ საკითხთა ფართო სპექტრს, რაც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს, მათ შორისაა უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში, ღაზაში ომის დასასრულებლად მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა“, – ნათქვამია განცხადებაში.