ჯო ბაიდენი „ფაიზერის“ ვაქცინისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭებას ეხმაურება - მომენტი, რომელსაც ელოდით, დადგა, დროა, აიცრათ დღეს
ჯო ბაიდენი „ფაიზერის“ ვაქცინისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭებას ეხმაურება - მომენტი, რომელსაც ელოდით, დადგა, დროა, აიცრათ დღეს

მომენტი, რომელსაც ელოდით, დადგა; დროა, აიცრათ დღეს, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყნის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერისვაქცინისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭებას.

„ნება მობოძეთ, ვთქვა ეს ხმამაღლა და მკაფიოდ: თუ თქვენ ხართ ერთ-ერთი მილიონობით ამერიკელიდან, რომელიც ამბობს, რომ აიცრება, როდესაც ვაქცინას ექნება სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს სრული ავტორიზაცია, ეს ახლა მოხდა. მომენტი, რომელსაც ელოდით, დადგა, დროა აიცრათ დღეს“, – წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

ამასთან, აშშ-ის ლიდერის თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის მორიგი რეკორდი დაფიქსირდა – ზედიზედ მესამე დღეა, ყოველდღიურად იცრება ერთ მილიონზე მეტი ადამიანი. ვაქცინაციის ასეთი ტემპი ივნისის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინა პირველი გახდა, რომელსაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 16 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერ-ბიოენტექის“ ვაქცინა აშშ-ში 16 წელს გადაცილებულებში საგანგებო მოხმარებისთვის დეკემბრის შუა რიცხვებში დაამტკიცეს. მოგვიანებით კი, მაისში საგანგებო მოხმარებისთვის ავტორიზაცია გაფართოვდა 12 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვისაც.