ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი უარს ამბობს პუტინისთვის ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, ამის ნაცვლად, თქვა, რომ ნავალნის სიკვდილმა გააცნობიერებინა, თუ რამდენად ცუდი იყო ამერიკა
დონალდ ტრამპი და სხვა რესპუბლიკელები უარს ამბობენ პუტინისთვის ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. ამის ნაცვლად, ტრამპმა თქვა, რომ ნავალნის სიკვდილმა გააცნობიერებინა, თუ რამდენად ცუდი იყო ამერიკა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის განცხადებას ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის პასუხი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მიმართა კითხვით: „რატომ ადანაშაულებს ტრამპი ყოველთვის ამერიკას?“
„ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სხვა რესპუბლიკელები უარს ამბობენ პუტინისთვის ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. ამის ნაცვლად, ტრამპმა თქვა, რომ ნავალნის სიკვდილმა გააცნობიერებინა, თუ რამდენად ცუდი იყო ამერიკა. მან თქვა და მე მოვიყვან ციტატას: „ჩვენ ვართ დაკნინებული ერი, წარუმატებელი ერი“. რატომ ადანაშაულებს ტრამპი ყოველთვის ამერიკას? პუტინი არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე – რატომ არ შეუძლია ტრამპს ამის თქმა?“ – განაცხადა ბაიდენმა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი მამაცი იყო, მაგრამ რუსეთში არ უნდა დაბრუნებულიყო. მისივე თქით, ალექსეი ნავალნის მსგავსად, თავადაც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.